მდუმარე პრობლემები
გარემოსდაცვითი საკითხების გაშუქების ტენდენციები ქართულ ტელემედიაში
მეწყერი ჩამოწვა, მდინარე ადიდდა, პროტესტი ნამახვენ ჰესის წინააღმდეგ,...

ეს ის მოცემულობაა, რომლის გარეშეც გარემოს დაცვის საკითხები მედიის დღის წესრიგში იშვიათად ხვდება. საინტერესოა რას სიხშირით და რა პროფესიული სტანდარტებით აშუქებენ ქართული მედიები გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებს, ახდენენ თუ არა პრობლემის დროულ იდენტიფიცირებას.

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და ზოგადი სურათის დასანახაად მთავარი ახრის, ფორმულა ტვ-ს, საზოგადოებრივი მაუწყებლის, რუსთავი 2-სა და ტელეკომპანია იმედის ვებგვერდებს ვესტუმრე.

2020-2021 წლებში გასული სიუჟეტებზე დაკვირვებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოიკვეთა:

  • მედიების ყურადღების ცენტრში ძირითადად მოვლენური ამბები ხვდება და სხვა პრევენციული მიზნით გაკეთებული სიუჟეტები იშვიათობაა.
  • არცერთ მედიას, ჩამოთვლილთაგან არ აქვს გარემოს დაცვასა და ეკოლოგიურ საკითხებზე ცალკე გადაცემა ან რუბრიკა.
  • მედიაში, გარემოსდაცვითი საკითხები იმ შემთვევაშიც შუქდება თუ რაიმე საკანონმდებლო ცვლილებების მიღება მოხდა.
  • გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკის მიმართულება ტელე მედიებში და ზოგადად საქართველოშიც არ არის განვითარებული, რაც ართულებს საკითხის სიღრმისეულ და ზუსტ გაშუქებას.



ვებ გვერდებზე დაკვირვების შედეგად, 2020-2021 წლის განმავლობაში საკითხზე ყველაზე მეტი გაშუქება აქვთ მთავარ არხსა და ფორმულას, შემდეგ მოდიან პირველი არხი, რუსთავი 2 და ყველაზე ნაკლები გაშუქება გარემოსდაცვითი პრობლემებთან დაკავშირებით აქვს ტელეკომპანია იმედს.

განვიხილოთ ბოლო ორი წლის განმავლობაში გარემოს დაცვის მიმართულებით ყველაზე გახმაურებული მოვლენები: ნამახვან ჰესის აშენების დილემა და პროტესტი ჭიათურაში.

ჭიათურის პროტესტის გაშუქება
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა წლების განმავლობაში ჯორჯიან მანგანუმისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს , რადგან „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმოებული სამუშაოების გამო ზარალდებიან — სახლებს ბზარები უჩნდება, ეზოებში მიწა სკდება, დაზიანდა გზა და ა.შ. პროტესატის ნიშნად, სამმა ადმიანმა პირი ამოიკერა.

პროტესტი მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში, თუმცა მედია საშუალებებმა თავიანთი სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდნარე, განსხვავებულად გააშუქეს ეს მოვლენა.

მთავარი არხის გადაცემა პოსტ ფაქტუმის სიუჟეტში ნათლად არის აღწერილი, თუ რა სოციალური, საყოფაცხოვრებო, ეკოლოგიური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებია ჭიათურაში, რაც გამოწვეულია ოქროს მომპოვებლური სამუშაოებით. "შავი ოქროს მხარე შავ დღეშია", - ამბობს ჟურნალისტი. თუმცა, რეპორტაჟში არ იყო ინტერვიუ არც მთავრობის წარმომადგენლებთან და არც “ჯორჯიან მანგანუმის” წარმომადგენელთან და არც იმის მიზეზია ნახსენები თუ რატომ არ იყო წარმოდგენილი ორივე მხარე.

ვებგვერდზე შეგვხდებათ მასალები ასეთი სათაურებით,როგორებიცაა:
ამ სიუჟეტებში მხოლოდ ერთი მხარის, უკმაყოფილო მოსახლეობის ინტერესებია ნაჩვენები და დაცული.

ფორმულას საკვირაო ტელეჟურნალ დროებაში გავიდა რეპორტაჟი, სადაც პრობლემის აღწერასთან ერთად,მეორე მხარეც გვხვდება. სიუჟეტში ჭიათურის მერი ამბობს, რომ “ყველა პრობლემა მოგვარდება”.

ახალი ამბების სიუჟეტში ნახსენებია ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატიც, რომლისთვისაც ადგილობრივთა მოთხოვნები არარეალურია.ა.


რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, საკვირაო გადაცემა “ახალ კვირაში” ასევე გავიდა სიუჟეტი შუქრუთში მიმდინარე პროტესტზე.

სიუჟეტში გვაჩვენებენ, რომ აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუზე უარი უთხრეს, თუმცა, რა მიზეზით ეს არ ჩანს. რეპორტაჟში ნახსენებია, რომ გარემოს დაცვის პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფომ ჭიათურაში სპეციალური მმართველი დანიშნა, თუმცა, ფაქტი, რომ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ ჭიათურაში არაფერი შეცვლილა- სიუჟეტში ნახსენები არ არის.

ზემოთ ხსენებული ტელეკომპანიებისგან გასნხვავებით, რუსთავი 2-ის საიტზე არ იძებნება სიუჟეტი, სადაც შუქრუთელი მოსახლეობის პროტესტი და ამის მიზეზები კომპლექსურად იქნებოდა აღწერილი. ვებ გვერდზე Რამდენიმე სიუჟეტია, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიამ და მოშიმშილეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, და რომ კომპანიის მიერ უკვე გაცემულია კომპენსაციების შეთანხმებულზე დიდი ნაწილი, რაც ტოვებს განცდას, რომ პრობლემა გვარდება, თუმცა სხვა კრიტიკული არხების სიუჟეტებში ადგილობრივი მოსახლეობა განსხვავებულად ფიქრობს.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია იმედის საიტზე არ იძებნება სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პირამოკერილი პროტესტის შესახებ რეპორტაჟი, თუმცა გვხვდება სიუჟეტი: ჭიათურის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე მერია და „ჯორჯიან მანგანეზი„ ერთობლივ პასუხისმგებლობას იღებენ. შინაარსის მიხედვით, თანამშრომლობის შედეგად მუნიციპალიტეტში უნდა გაუმჯობესდეს საცხოვრებელი პირობები. სიუჟეტი არ ამახვილებს ყურადღებას პრობლემის ფართო მასშტაბზე და გამოწვევვებზე და ცდილობს მოსახლეობას დაანახოს, რომ პრობლემა გვარდებ


"ვითხოვთ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას!

ნამახვან ჰესის პროტესტი

22 სექტემბერს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ნამახვენ ჰესი აღარ აშენდება. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, მთელი წლის განმავლობაში ჰესის აშენება/არაშენების ამბავი მედიის ყურადღების ცენტრში იყო. საინტერესოა , რომელ არხზე როგორ შუქდებოდა ეს პროტესტი.

ტენდენცია აქაც გვიჩვენებს, რომ სანამ ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტი არ დაიწყო, იქამდე საზოგადოებას არ ჰქონდა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ვრცელი ინფორმაცია.

გადაცემა “პოსტ ფაქტუმი”-ში ნათლად, მეცნიერულად გვაჩვენებენ, თუ რა ზიანს გამოიწვევს კაშხლის აშენება, ამაზე საუბრობს შესაბამისი დარგის სპეციალისტი, გეოლოგი თეა გოდოლაძე. Ასევე, ნაჩვენებია, თუ რა ზიანს მიაყენებს ჰესი ადგილობრივი, უნიკალური ჯიშის ყურძნისგან ღვინის წარმოებაზე. საინტერესოა, რომ სიუჟტში განხილულია უკვე არსებული, ცუდი გამოცდილება რაც რეგიონმა მიიღო ნამახვანის ქვემოთ მდებარე გუმათ ჰესის არსებობით, რაც იწვევს სახლების დაობებას, კლიმატის შეცვლასა და ჯანმრთელობასტან დაკავშირებულ პრობლემებს.

ფორმულას გადაცემა “დროების” რეპორტაჟში ჟურნალისტებმა სცადეს ჰესის აშენების მომხრეების ჩართვა, თუმცა მეორე მხარე მიუწვდომელი აღმოჩნდა. ასე, ამ რეპორტაჟშიც მხოლოდ ერთი მხარის, ბუნების დამცველების ინტერესია ასახული. ღრმად არის ნაჩვენები პრობლემა და ის, რომ მოსახლეობასა და ჰესის აშენების მომხრეებს შორის კომუნიკაცია არ არსებობს, რადგანაც მეორე მხარე ამ ნაბიჯს არ დგამს.
საზოგადოებრივი მაუწყებელის “მოაბე”-ს სიუჟეტში ვხედავთ, რომ წარმოდგენილია კონფლიქტის ორივე მხარე. Სხვა სიუჟეტში კი უკვე გვხვდება ინტერვიუ კომპანია “ენკას” დირექტორთანაც, რომელიც ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს.

"მოაბმე”-ს შემდეგ სიუჟეტში ეკონომიკის სამინისტროს ნაბიჯებზეც არის საუბარი, სადაც სამინისტრო მზად არის შექმნას ექსპერტთა საბჭო, რომელიც იქნება პროცესის მაკოორდინირებელი დამოუკიდებელი საბჭო, იმისათვის, რომ მშენებლობის პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს. Ეს მაგალითები იმაზე მეტყველებენ, რომ ტელევიზია საკითხს კომპლექსურად აშუქებდა.
რუსთავი 2-ს საიტზე გვხვდება სიუჟეტები, სადაც მოვლენის ცხელი და ძირითადი ამბებია ნაჩვენები, მაგ.: აქციები, პიკეტირება, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა - რიონის ხეობის მცველები საპროტესტო მსვლელობას განაგრძობენ, პარლამენტში ნამახვან ჰესის შესახებ მსჯელობენ

ტელეკომპანია იმედის ვებ-გვერდზე ნანახ სიუჟეტებში კი ფიქსირდებოდა მომიტინგეების პოზიცია, თუმცა, ძირითადად, ჰესის აშენებას პოზიტიური მხრიდან აჩვენებდნენ.



ფაქტია, რომ გარემოსდაცვითი საკითხების გაშუქება მედიის პრორიტეტი არ არის.თემასთან დაკავშირებით გეოლოგ თეა გოდოლაძეს გავესაუბრეთ. რომელიც ამბობს, რომ ქართულ მედიაში გარემოს დაცვის მიმართულებით ჟურნალისტიკის განვითარება უცილებელია, რათა მათ საკითხის გამწვავებამდე შეამჩნიონ პრობლემა.

როგორც არხებზე დაკვირვებით გამოიკვეთა, ტელევიზიები გარემოს დაცვასა და ეკოლოგიის საკითხებს ზედაპირულად აშუქებენ და სიღრმისიეული გაშუქება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც შეთხვევა კრიტიკულ ზღვარს აღწევს.

ამის კარგი მაგალითაია RMG გოლდის საქმიანობა თეთრი წყაროს სოფელ სამღერეთში, სადაც ოქროს მომპოვებლური სამუშაოები უნდ აწარმოონ. მოსახლეობას არ მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ. ამის ფონზე კი ადგილობრივ მოსახლეობაში ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომლებიც ვერც დასტურდება და არც არავინაა უარმყოფელი.

შეკითხვაზე, თუ რატომ არ ინტერესდება მედია ამ საკითხით, ქვემო ქართლის ადგილობრივი ტელევიზიიდან, ტვ4-მა ასე გვიპასუხა:

"სავარაუდოდ, როდესაც დღის წესრიგში დადგება, აუცილებლად გავაკეთებთ ამაზე. ჯერ-ჯერობით, ჩვენამდე არ მოსულა ეს ამბავი, არც პრეტენზია გამოუხატავთ. თუ იქნება საზოგადოების მაღალი ინეტრესი, გავაკეთებთ სიუჟეტს"
აღსანიშნავია, რომ კომპანი RMG გოლდთან დაკავშირებული პირები ქართული ოცნების შემომწირველები არიან. „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის კვლევამ გამოავლინა იურიდიული პირები, რომლებთან დაკავშირებული ფიზიკური პირები დიდ შემოწირულობებს „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს სასარგებლოდ აკეთებენ. Მაგ., Სიაში გვხვდება RMG GOLD-თან დაკავშირებული პირების გრძელი სია (გვ.9)..


მედიის როლი


კვლევამ “გარემოსდაცვითი განათლების შეფასება საქართველოში”დაადასტურა მოსახლეობაში გარემოსდაცვითი ცნობიერების დაბალი დონე. ამის ძირითად მიზეზად მიჩნეულია ამ სფეროში განათლებისა და ინფორმირებულობის ნაკლებობა, საზოგადოების დაბალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მოტივაციის ნაკლებობა, სახელმწიფო პოლიტიკა, სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორის ნაკლები ეფექტურობა.” ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ “აუცილებელია მასმედიის როლის გაძლიერება, …”.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მედიის როლი, რომელიც უკეთ უნდა იცნობდეს ადგილზე არსებულ პრობლემებს და დროულად მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია.


მედიამონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მედია ნაკლებად ინტერესდება ისეთი საკითხებით, რომელიც ამინდისა და კლიმატის ცვლილებას ეხება. აღნიშული საკითხები კი ჩვენს რეგიონში დაკავშირებულია გზების ჩახერგვასთან, მეწყერსაშიშ ზონებთან და ა.შ.

ჟურნალისტები არ გვთავაზობენ ანალიტიკურ მასალებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ჰაერის ხარისხი, წყლის ხარისხი, ნარჩენების მართვა, ბუნების დაცვა, სამრეწველო საფრთხეები, ქიმიური ნივთიერერების მართვა, გარემოსდაცვითი მმართველობა, კლიმატის ცვლილებები.

გარემოსდაცვითი საკითბის გაშუქება ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც ვითარება პროტესტის ფორმას იღებს ან მსხვერპლი მოჰყვება. ასევე, იმ შემთვევაში თუ საკითხი ეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, კანონდარღვევებსა და ჯარიმებს.

This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website